მისია

Glassco-ს მისიაა მაღალი ხარისხის საიმედო პროდუქციის მიწოდება ადგილობრივი ბაზრისთვის.

მიზანი

Glassco-ს მიზანია ხარისხიანი, გამძლე, ენერგოეფექტური, მრავალფეროვანი პროდუქცია ამშვენებდეს თითოეული თქვენგანის სახლს. ჩვენი ბრენდი ასოცირდებოდეს, კომფორტულ გარემოსთან და სასიამოვნო განწყობასთან.

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

  • მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა;
  • ალუმინის კარ-ფანჯარა;
  • ფასადური სისტემები;
  • მინის მოაჯირი;
  • მინის საფეხური;
  • მინის საშხაპე;
  • მინისა და სარკის დამუშავება;

Glassco-ს პრიორიტეტს კონკურენტულ ბაზარზე წარმოადგენს თანამედროვე, მუდმივად განახლებადი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, სადაც პროდუქციის დამუშავება წარმოებს მაღალი სტანდარტით. კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი კლასის ნედლეულით მომხმარებლისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის წარმოება. Glassco გახლავთ ოფიციალური წარმომადგენელი მსოფლიო ბაზარზე არსებული წამყვანი ბრენდების ნედლეულის, რომელსაც წარმოებაში იყენებს. ესენია: Rehau, Weiss Profile, Salamander, Roto, Maco, Kurtoğlu. ჩვენს შოურუმში გთავაზობთ ხარისხიან, უსაფრთხო, ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ფუნქციონალურ პროდუქციას ბიუჯეტურ ფასად. Glassco-ს წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქციასთან ერთად გახლავთ, 70-ზე მეტი პროფესიონალისაგან შემდგარი გუნდი. მათი ცოდნა, გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ერთგულება განაპირობებს პროდუქციის დამუშავების მაღალ ხარისხს, მომხმარებლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, საუკეთესო ფასს, გაყიდვების შემდგომ სერვისს მომხმარებლისათვის სასურველ ვადებში და უამრავ წარმატებულ პროექტს. კომპანია უზრუნველყოფს მრავალფეროვანი პროდუქციის (მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა; ალუმინის კარ-ფანჯარა; ფასადური სისტემები; მინის მოაჯირი; მინის საფეხური; მინის საშხაპე; მინისა და სარკის დამუშავება) წარმოების მსხვილ მასშტაბებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და ბიუჯეტური ფასით. ჩვენი მომხმარებლები არიან, როგორც კორპორაციები, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლები.